weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

რუსთავსა და თელავში „ქართული ოცნების“  საქალაქო კონფერენციები გაიმართება

23:27 კვირა, 01 აპრილი 2018

2 აპრილს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქალაქო კონფერენციებს რუსთავსა და თელავში გამართავს, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კონფერენციები რუსთავის თეატრში 13:00  საათზე, თელავის თეატრში კი 16:00  საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]